ფონიჭალაში ნარკორეალიზაციის ბრალდებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
შსს-ის წარმომადგენლის ცნობით, ნარკოტიკების გასაღების სქემაში ბავშვიც იყო ჩართული.
"ბავშვი კონკრეტულ ლოკაციებზე ათავსებდა ნარკოტიკებს შემდგომი რეალიზაციის მიზნით" - თქვა მან.
გამოძიებას კრიმინალური პოლიცია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით აწარმოებს.